შპს ევრო კონსტრუქტორი

შპს ევრო კონსტრუქტორი

მშენებლობა, რემონტი, უძრავი ქონება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

„ევრო კონსტრუქტორი“ უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ქმნის და აწარმოებს მოდულარულ, ასაწყობ კონტეინერებს, რომლებიც მოქნილობით, სიმარტივითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ჩვენი კონტეინერები მორგებულია როგორც ინდივიდუალურ, ისე ორგანიზაციულ საჭიროებებს — შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის, ზომის და ფუნქციის არჩევა, ელექტროობითა და კარ-ფანჯრებით, რაც მათ სახლის, საოფისე თუ კომერციული სივრცის ფუნქციას ანიჭებს. ჩვენი პროდუქცია არა მხოლოდ მდგრადი და ეკონომიური, არამედ ეკო-მეგობრულია — მაღალი თერმოიზოლაციით, რაც ენერგიის დაზოგვაში ეხმარება და მინიმალურ სამშენებლო ნარჩენებს წარმოქმნის. კონტეინერები სწრაფად მზადდება, ადვილად ტრანსპორტირდება და შეიძლება მრავალჯერადად გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ლოკაციაზე. მათი გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი კრიზისულ სიტუაციებში, როგორიც იყო კოვიდ პანდემია, სადაც ჩვენმა პროდუქტმა უზრუნველყო სწრაფი და ჰიგიენური საცხოვრებელი და სამედიცინო სივრცეები.