ნინო ჩიტაძე
წარმოება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
„თვითი“ არის სოციალური საწარმო, რომელიც ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს 0-6 წლის ასაკში შექმნილი უნიკალური, Montessori-სა და სენსორული სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული ავეჯისა და სათამაშოების საშუალებით. ჩვენი პროდუქტი არ არის უბრალოდ ნივთი — ეს არის საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ, სენსორულ და ემოციურ ზრდას, თამაშით სწავლას, თავისუფალ მოძრაობასა და დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებას. ჩვენი მთავარი ღირებულებები: ბავშვებს ვთავაზობთ ეკრანებისგან თავისუფალ, აქტიურ და უსაფრთხო თამაშს; მშობლებს ვაძლევთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ცოდნას ბავშვთა განვითარების მხარდასაჭერად სახლში; საზოგადოებას ვაწვდით ეკოლოგიურად სუფთა, ხელნაკეთ პროდუქტებს, რომლებიც შექმნილია ადგილობრივი ხელოსნების და სპეციალისტების ერთობლივი შრომით.