ბამო
ხის სახელოსნო, მაღაზია/შოურუმი, ვორკშოპ სივრცე
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
ბამო არის ეკომეგობრული ოჯახური ხის სახელოსნო-საწარმო. მომხმარებელს ვთავაზობთ არტ დეკორს, საბავშვო ავეჯსა და სათამაშოებს. ჩვენთვის პრიორიტეტია ეკოლოგია, მდგრადი განვითარება, ზრუნვა და ბუნებასთან ჰარმონია. ეს ჩვენი ცხოვრებოს წესია. ერთ-ერთი მთავარი, მწვანე მიმართულებაა "არტ დეკორი", რომელიც უკვე გამოყენებული და ძველი მასალისგან მზადდება. უბრალო ხის ნაჭრიდან ვქმნით ისტორიას, ვაცოცხლებთ მოგონებებს, ზღაპრულ სულს შთავბერავთ და ვქმნით ჯადოსნურ მინიატიურულ სამყაროს ბამო სახლებით. გვაქვს ჩვენი ფიზიკური ლოკაცია თბილისში, სოლოლაკში, ლადო ასათიანის 52-ში, სადაც წარმოდგენილია არტ დეკორის ხაზი. ამ სივრცეში ვატარებთ ვორქშოფებსაც როგორც ბავშვებისთვის ასევე უფროსებისთვის. ბამო შეყვარებული ცოლ-ქმრის, გამოცდილი ვიზუალ არტისტებისა და დეკორატორების თეკა ჯამაკაშვილისა და გიორგი ძაგანიშვილის მიერ დაფუძნებული სახელოსნოა-საწარმოა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში ჩაეშვა. ყველაფერი კი გაცილებით ადრე დაიწყო. მას შემდეგ, რაც მშობლები გავხდით, დავიწყეთ ბავშვებზე, მათ უსაფრთხო და შემოქმედებით განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოებისა და მცირე ზომის ავეჯის დამზადება, რომელიც ასევე გახლავთ ბამოს ერთ-ერთი მიმართულება. შემდეგ ეს გამოცდილება გადმოვიტანეთ ბამოში, სხვა მშობლებს და ბავშვებს გავუზიარეთ უკვე კარგად დატესტილი ფორმები და მიდგომები. დაარსების დღიდან ვცდილობთ ავამაღლოთ ცნობიერება, ნარჩენების გადამუშავების კუთხით და აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში. ამ მიმართულებით ვმუშაობთ სხვადასხვა სკოლასთან და მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდასთან. გვიმუშავია პენიტენციალურ სისტემაში მყოფ ახალგაზრდებთან. ვასწავლით ხეზე მუშაობას, მეორადი მასალის ხელახალ, შემოქმედებით და ეფექტურ გამოყენებას.