ანა აბაშიძე
წარმოება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
ტექსტილის გალერეა ციმ.ციმ უმაღლესი ხარისხის, ეკო ტექსტილის საწარმოა, რომელიც ძირითადი საქმიანობის - საბავშვო, საოჯახო და კომერციული გამოყენების ტექსტილის დამზადების გარდა,გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობით ოპერირებს 2021 წლიდან. ვზრუნავთ გარემოზე, ვიყენებთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს, შესაფუთად ვიყენებთ მხოლოდ ქაღალდის ბაზისზე დამზადებულ მასალებს, ვმუშაობთ უნარჩენო წარმოების პრინციპით, გარემოზე მავნე ზემოქმედებას არ ვახდენთ ჩვენი წარმოებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსასყიდლოდ ვეხმარებით პროფესიის ათვისებასა და თანმდევი პროცესების სწავლაში იმ ქალებს, რომელთაც არ აქვთ ცოდნა და გამოცდილება, ვზრუნავთ ქალთა გაძლიერებაზე, გენდერის თანასწორობასა და მათ ჩართულობაზე, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ამ მიმართულებით. ჩვენ ვქმნით ჯანსაღად კონკურენტულ გარემოს, ქალთა გაძლიერების გზით. 2021 წლიდან დღემდე, არაერთ ქალს დავეხმარეთ, საქართველოს მასშტაბით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს, თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები გავხდით, ნომინაციაში ,,გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის'', რაც, ჩვენი მხრიდან, მოიაზრებდა როგორც მომხმარებლების, ასევე თანამშრომლებისადმი განსხვავებულ და გამორჩეულ მიდგომებს.