მზიანი
კვების მრეწველობა, სასმელები
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
კაფე მზიური წარმოადგენს სოციალურ საწარმოს, რომელიც 2016 წელს გაიხსნა მზიურის პარკში და მას შემდეგ ემსახურება ინკლუზიური, ეკომეგობრული და საგანმანათლებლო საზოგადოებრივი სივრცის შექმნას ქალაქის გულში. კაფე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და მისი შემოსავალი სრულად რეინვესტირდება სოციალური მიზნებისთვის. ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია: • ინკლუზიური გარემოს შექმნა • ეკომეგობრული მიდგომების დანერგვა • საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების ორგანიზება • ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის და ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე • ცოდნის გაზრდა ცხოველების დაცვის კუთხით ჩვენი მოქმედების მასშტაბი მოიცავს: 1500-ზე მეტ საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ ღონისძიებას, რომელიც მოიცავს: • გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზებასა და ეკოინიციატივების მხარდაჭერას • საბავშვო- საგანმანათებლო პროექტების ინიცირებას • დამწყები ხელოვანების, ახალგაზრდების და სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობის მხარდაჭერას • ინკლუზიური პრაქტიკის გაზიარებას ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებთან კაფე მზიური არის არამხოლოდ კვების ობიექტი, ის წარმოადგენს პლატფორმას ცვლილებებისთვის. ადგილს, სადაც ადამიანების ჩართულობით იბადება ახალი იდეები, როგორც სოციალურ, ისე გარემოსდაცვით საკითხებზე.