ბუქ მაი თრიფ

ტურიზმი

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

BookMyTrip.ge წარმოადგენს სამოგზაურო პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია მილენიათებისა და Gen Z-ის მომხმარებელზე. პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ერთ ადგილზე დაჯავშნონ სასტუმროები, ფრენები, ტრანსფერები, სხვადასხვა მომსახურება და ბილეთები. მომხმარებლებს მთელი მოგზაურობის განმავლობაში ეძლევათ ექსკლუზიური ლოკალური შეთავაზებები, ქეშბექები, ქულები და მოულოდნელი ბონუსები, რაც მათ თამაშისა და ჯილდოების მიღების გამოცდილებას სთავაზობს. BookMyTrip.ge გამოარჩევს უნიკალური აზარტული ინტერფეისი, მათ შორის ბედის ბორბალი, დღიური ჩექინები და რეფერალური პროგრამები, რაც პლატფორმას უფრო ინტერაქტიულს და სახალისოს ხდის. პლატფორმა უკვე მუშაობს ვებგვერდის სახით, აქვს გამართული საერთაშორისო საგადახდო სისტემა და მზადაა MVP. სასტუმროების მენეჯერებს ხელმისაწვდომი აქვთ მენეჯერული პანელი, რომლის საშუალებითაც დამოუკიდებლად შეუძლიათ განთავსების ობიექტების დამატება.