ელისაბედ ჯიჯავაძე

ელისაბედ ჯიჯავაძე

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო ფრილანსერი

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მე ელისაბედ ჯიჯავაძე ვარ, ფრანგულის ფრილანსერი მასწავლებელი. ვფიქრობ, განსხვავებული ინდუსტრიებიდან (გამომცემლობა, ბიბლიოთეკები, ტურიზმი, კულტურული, სამეცნიერო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ეროვნული და საერთაშრისო საგამოცდო ცენტრები) მიღებული გამოცდილება ჩემ მიერ წარმართულ სასწავლო პროექტებს უფრო შემოქმედებითსა და მოსწავლეზე ორიენტირებულს ხდის. ჩემი მუშაობის სტილი მიმართულია ახლის ძიებასა და ღირებულების შექმნაზე. ამავდროულად, ეს პროცესი აისახება სტუდენტების სასწავლო შედეგებსა და წარმატებაზე. კლიენტი რომელთან თანამშრომლობასაც გამოვარჩევდი, ფრანგული ენის ცენტრი აპოსტროფია. აღნიშნულ სკოლასთან დაარსების დღიდან, 2022 წლიდან ვთანამშრომლობ და უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომელთა შორისაცაა: - ანიმაციებით სწავლების მეთოდი 3-5 წლის ბავშვებისთვის - მატანის პირველი საჯარო სკოლისთვის განხორციელებული ვორქშოფების სერია გენდერულ თანასწორობაზე