ასურეთის საცხენოსნო კლუბი

ასურეთის საცხენოსნო კლუბი

ტურიზმი

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ასურეთის საცხენოსნო კლუბი დაარსებულია 2022 წელს და ეყრდნობა 30-წლიან ოჯახურ გამოცდილებას საცხენოსნო ტურიზმში. მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, ისტორიულ გერმანულ სოფელ ასურეთში, თბილისიდან 40 წუთის სავალზე. კლუბის ტერიტორიაზეა 24 ჰექტარი და 25 ცხენი სხვადასხვა ჯიშის. სთავაზობს საათობრივ და დღიურ საცხენოსნო ტურებს ყველა დონის მხედრებისთვის, 10-დღიან მრავალდღიან ტურებს პროფესიონალური მომსახურებით, საოჯახო სასტუმროს 11 ნომრით და 26 საწოლით, საწყის კურსებს, ბავშვების ცხენით გასეირნებას ინსტრუქტორის თანხლებით და კორპორატიულ ღონისძიებებს. კლუბი აქცენტს აკეთებს ცხენების კეთილდღეობაზე, ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერაზე და ეკოლოგიურ მდგრადობას. თანამშრომლობს საერთაშორისო ტურისტულ სააგენტოებთან და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით აგრძელებს განვითარებას. 2025-2026 წლებში გეგმავს სასტუმროს დატვირთვის გაზრდას, ცხენების რაოდენობის ზრდას, ახალი მარშრუტების დამატებას, აკადემიური მოდულის შექმნას, მარკეტინგულ კამპანიებსა და ვებსაიტის განახლებას.