შპს აითი აკადემია სტეპ

შპს აითი აკადემია სტეპ

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

IT აკადემია STEP არის საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან აწვდის ხარისხიან, პრაქტიკაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ განათლებას. აკადემია ხელმისაწვდომია ყველა ასაკის მსურველისთვის და არ საჭიროებს წინასწარ ტექნიკურ მომზადებას. სწავლება დაფუძნებულია მოდულურ სისტემაზე, ტრენერები არიან ინდუსტრიის პრაქტიკოსები, ხოლო პროგრამები მუდმივად განახლებადია ტექნოლოგიური ცვლილებების შესაბამისად. თელავის ფილიალი აქტიურად ავითარებს რეგიონულ ეკოსისტემას, თანამშრომლობს სკოლებთან, მუნიციპალიტეტთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან. ტარდება უფასო ვორქშოპები, კარიერული სერვისები, ჰაკათონები და პროფესიული ორიენტაციის პროგრამები. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ითვალისწინებს როგორც ბავშვების, ისე მოზარდებისა და ზრდასრულების საჭიროებებს. STEP-ის მოდელი აერთიანებს ხელმისაწვდომობას, ხარისხს, ინოვაციასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ მიდგომას. აკადემია ასწავლის როგორც ტექნიკურ, ისე ცხოვრებისეულ უნარებს და უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა წარმატებულ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე. 2023 წელს თელავის ფილიალი აღიარებული იქნა წლის ლიდერ სასწავლებლად, ხოლო ბავშვებისთვის შექმნილი მოდელი – UNESCO-ს მიერ საუკეთესოდ.