შპს მზიანი კახეთი

შპს მზიანი კახეთი

წარმოება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მზიანი კახეთი არის განახლებადი ენერგიის ქართული სტარტაპი, რომელიც 2024 წლის ბოლოს დაფუძნდა და მზის ელექტროსადგურის მეშვეობით აწარმოებს სუფთა ელექტროენერგიას. გამომუშავებული რესურსი გამოიყენება როგორც საკუთარი მეურნეობისთვის, ისე ნეტო აღრიცხვის მოდელით იჯარით გადაეცემა მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისის გარდა, საბაზრო ფასზე 10%-ით იაფად. კომპანიის მისიაა ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობა და მზის რესურსით მდიდარი კახეთის პოტენციალის ეფექტურად გამოყენება. მზიანი კახეთი პასუხობს მზარდ ენერგომოთხოვნას და ავითარებს ეკომეგობრულ ალტერნატივას, რომელიც არ აბინძურებს გარემოს, ამცირებს CO₂-ემისიას და ხელს უშლის გვალვასა და მიწის გადახურებას. გუნდი ფლობს 8-წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ენერგეტიკული სისტემების ინსტალაციასა და ოპერირებაში, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. მზის ენერგიის გამოყენება უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც ითვალისწინებს გლობალურ ტენდენციებს და სურს გადაიყვანოს ენერგომოხმარება მწვანე ალტერნატივაზე