თამარი თედიაშვილი
წარმოება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
ნართინი“ წარმოადგენს სამკერვალო საწარმოს სადაც ვაწარმოებდით ახალშობილის თეთრეულს და ხელით ნაქსოვ სამოსს ბოლო პერიოდში საქართველოს მეაბრეშუმეობის ასოციაციასთან ერთად დავიწყეთ აბრეშუმის წარმოება რის შედეგადაც ჩვენმა სამკერვალომ დაამზადა 100% ნატურალური ხელნაკეთი თვალის ნიღაბი, ბავშვის ბალიში და საბანი, საქართველოში წარმოებული აბრეშუმ გამოირჩევა მაღალი ხარისხით და სასარგებლო თვისებებით: არის ანტიბაქტერიული, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აფერხებს დაბერებას. ამ ეტაპზე ვმუშაობთ რებრენდინგზე ძირითადი საკითხები დასრულებულია. თვის ბოლოდან დავიწყებთ აქტიურ კამპანიებს ჩვენი ახალი პროდუქტის წარსადგენად. სამკერვალო საწარმო აქტიურად თანამშრომლობს რაიონში არსებულ სასწავლო დაწესებულებებთან სადაც ისწავლება მეწარმეობის საფუძვლები. გასულ წელს საგარეჯოს N1 საჯარო სკოლასთან ერთად გვქონდა პროექტი რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს გობელინის ჩანთები. წელსაც ვგეგმავთ ამ პროექტის გაგრძელებას პროექტი განხორციელდება რაიონში არსებულ ოთხივე სკოლასთან, მომდევნო წლიდან დავფარავთ სოფლის სკოლებს. წარმოება არის ეკო მეგობრული შეფუთვა ხდება ბუნებრივი და გადამუშავებადი მასალებისგან, წარმოება არის ნარჩენების გარეშე. სამკერვალოში არსებული ნარჩენით ვამზადებთ ეკო მეგობრულ პუფებს.