შპს ეი აი

შპს ეი აი

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

AINews არის საქართველოში შექმნილი ინოვაციური სტარტაპი, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს იმისათვის, რომ გადაჭრას ორი კრიტიკული პრობლემა : 1. ოპერატიული და სანდო საერთაშორისო ინფორმაციის დეფიციტი ქართულ ენაზე, განსაკუთრებით რეგიონული აუდიტორიისთვის 2. რეგიონული მედიის რესურსების სიმწირე – ადამიანური და დროითი რესურსების არარსებობა ისეთი თემების მოსამზადებლად, რომლებიც შესაბამისია ადგილობრივი აუდიტორიის ინტერესებისთვის ჩვენი პლატფორმა AINews.ge აგენერირებს და ავრცელებს ახალ ამბებს ქართულ ენაზე, სანდო საერთაშორისო მედიასაშუალებების წინასწარ ანალიზზე დაყრდნობით. სისტემა აგენერირებს ტექსტებს ბუნებრივ ენაზე, ადაპტირებულია ქართული აუდიტორიისთვის და ითვალისწინებს საავტორო უფლებებს, ადგილობრივ კონტექტს და ენობრივ სტანდარტებს. AINews-ის დაშბორდზე წვდომა აქვთ საქართველოს რეგიონულ, მცირე მედიასაშუალებებს, რომლებსაც ჩვენ უფასოდ ვუზიარებთ გენერირებულ კონტენტს – როგორც ყოველდღიური ახალი ამბების წყაროს, ასევე როგორც სამუშაო რესურსს ჟურნალისტებისთვის.