ნიკა ხვედელიძე

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო ფრილანსერი

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩემი საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სერვისს, რომელთა შორისაა: გრაფიკული დიზაინი, ლოგო დიზაინი, ბრენდის იდენტობის შექმნა, პროდუქტისა და ავეჯის დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, არქიტექტურული პროექტირება და 3D არქიტექტურული ვიზუალიზაცია. სერვისებს ვუწევ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებს და მიმუშავია მრავალფეროვან ინდუსტრიებთან. მათ შორის არიან: სპორტის ფედერაციები, ავეჯის საწარმოები და მაღაზიები, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, კაფე-რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, საცალო ვაჭრობის სფერო, არქიტექტურული და სარეკლამო სააგენტოები, სასტუმროები, სახელმწიფო უწყებები, უნივერსიტეტები, საერთაშორისო დიზაინის კომპანიები და YouTube მედია პლატფორმები. გამორჩეულ პროექტებს შორის აღსანიშნავია: - ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩირაღდნის არქიტექტურული დიზაინი, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში ოფიციალურ ცერემონიალზე აანთეს. პროექტი განხორციელდა ბაკურიანის განვითარების სააგენტოსა და ოლიმპიური კომიტეტის დაკვეთით და დარჩება ბაკურიანში, როგორც ოლიმპიადის მუდმივი სიმბოლო. - „დიდი ათის“ თასის დიზაინი რაგბის ფედერაციისთვის, რომელიც გადაეცემა გამარჯვებულ გუნდს. ეს იყო სპორტული დიზაინის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და სიმბოლური პროექტი. - პარტნიორობა ავეჯის მაღაზია „სკამი“-სთან, სადაც შესრულებული მაქვს დიზაინის სრული ციკლი: ავეჯის კატალოგი, პროდუქციის 3D მოდელები და რენდერები, შოურუმის ინტერიერის დიზაინი, დამფუძნებლის საცხოვრებელი ინტერიერის პროექტი და საბოლოოდ — ავეჯის ახალი დიზაინის შექმნა მასობრივი წარმოებისთვის. ეს პარტნიორობა საშუალებას მაძლევს, ჩემი დიზაინით შექმნილი ავეჯი ქართველ მომხმარებლამდე მივიდეს. - JWT Metro-სთვის შესრულებული 3D ნამუშევარი, რომელიც გამოყენებული იყო საქართველოს ნაკრების მხარდამჭერ კამპანიაში „საქართველო ფორმაშია“. - „ამბასადორი ჰოლდინგისთვის“ შესრულებული პრეზენტაციის ვიზუალები, რომლებიც გამოყენებულ იქნა დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე და დაეხმარა მათ ინვესტორების მოზიდვაში. - სარეკლამო სააგენტო „კრეატიული კულტურის“ ახალი ოფისის ინტერიერის დიზაინი, რომელიც მოიცავდა 50-მდე თანამშრომლისთვის თანამედროვე, ესთეტიკური და ფუნქციური სამუშაო გარემოს შექმნას. გამორჩეულ კლიენტებს შორის აღსანიშნავია: ბაკურიანის განვითარების სააგენტო, რაგბის ფედერაცია, ამბასადორი, მაღაზია სკამი, JWT Metro, კრეატიული კულტურა, Hilton, ILTI Luce და სხვა. ინოვაციურობა ჩემი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე ტექნოლოგიების, AI ინსტრუმენტებისა და სწრაფად ცვალებადი ტენდენციების პირობებში, თითოეულ პროექტში ვცდილობ არა მხოლოდ დღევანდელ მოთხოვნებზე ვუპასუხო, არამედ შევქმნა გამოსავლები, რომლებიც მომავალზეა ორიენტირებული. ჩემი მიდგომა ეფუძნება კვლევასა და ინდივიდუალურ დიზაინ-სტრატეგიას, რაც მომხმარებლებს სთავაზობს გამორჩეულ და მდგრად შედეგს.