ნანა ბერულავა
ინტერიერის დიზაინი
საუკეთესო ფრილანსერი
ბიზნესის აღწერა
ვმუშაობ ინტერიერის დიზაინის სფეროში და კლიენტებს ვთავაზობ სრულ მომსახურებას კონცეფციის შექმნიდან პროექტის დასრულებამდე. ჩემი სამუშაო პროცესში შედის დიზაინის კონცეფციის შემუშავება, ტექნიკური ნახაზების შედგენა, რენდერების მომზადება ვიზუალური აღქმისთვის, ავეჯისა და განათების შერჩევა (ვხელმძღვანელობ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბაზრით, შეთანხმების შესაბამისად) და მთლიანად ვაკონტროლებ რემონტის პროცესს საბოლოო შედეგამდე. ჩემი კლიენტები არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე კომპანიები — საცხოვრებელი ბინები, სახლები, საოფისე და კომერციული სივრცეები. ჩემს პროფესიულ გაცოდილებაში, შეხება მქონდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, როგორიცაა, კერძო საოფისე სივრცეები ციფრული კომპანიებისთვის, საერთო სამუშაო სივრცეების დიზაინი (ტერმინალი და კოლექტივი). ასევე, სხვადასხვა ქსელურ კვების ობიექტებთან (რონის პიცა, ლუმიერსი, დრო). გამოსარჩევია პროექტი TERMINAL-ი — პირველი co-working სივრცე საქართველოში, სადაც იმ დროისთვის პრაქტიკულად არ არსებობდა მსგავსი სივრცეების დაგეგმვის გამოცდილება. ტერმინალზე მუშაობამ ბევრი ინოვაციური გადაწყვეტის საჭიროება შექმნა. მისი გახსნიდან რამდენიმე თვეში უკვე მივიღე ახალი, მსგავსი მიმართულების პროექტი სხვა დამკვეთისგან — კოლექტივი, კონკურენტი co-working სივრცე, სადაც ტერმინალში შეძენილი გამოცდილება ძალიან დამეხმარა პროექტის წარმატებულ განხორციელებაში. ასევე, ეს პროექტი გახდა საფუძველი ტერმინალის სხვა ფილიალების, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია. ასევე, 2024 წელს ჩემს მიერ შესრულებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო, კომპანია Founder-ისთვის შექმნილი კერძო ოფისი. ამ პროექტის ფარგლებში, ძველი საცხოვრებელი კერძო სახლი გადავაქციეთ, თანამედროვე, მრავალფუნქციურ ოფისად. რომელიც იტევს 50+ ადამიანს და მოწყობილია იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ეფექტურად მუშაობა, დასვენება და გართობაც კი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის არის ინდივიდუალურად მორგებული დიზაინი და პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რაც არა მხოლოდ ესთეტიკურად ლამაზ, არამედ კომფორტულ და ფუნქციურ სივრცეებს ქმნის. ჩემი დიზაინ ფილოსოფია თითოეული დიზაინის შექმნის პროცესში განსხვავებული როლის მორგების ხელოვნებაა, რადგან თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალურ ემოციასა და ხასიათს მოითხოვს. მგონია, ჩემი შემოქმედების მთავარი სათქმელი სწორედ ესაა, სახასიათო ემოციისა და ინდივიდუალიზმის ჩვენება. ჩემ შემთხვევაში, ნამუშევრის შესაქმნელად შთაგონება ყველაზე ხშირად მარტო ყოფნისას ჩნდება. მას არ აქვს კონკრეტული ფორმა, ფერი თუ გამოსახულება. თითოეულ პროექტს ინდივიდუალური და კონკრეტული შთაგონების წყარო სჭირდება. ნებისმიერი პროექტიც განსხვავებული, მრავალფეროვანი ინსპირაციითაა შექმნილი. არც ერთი მათგანი არ მოდის იდენტური შთაგონების წყაროდან, ეს კი ჩემს ხელწერას განაპირობებს. რაც შეეხება აღიარებას - 2024 წელს შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ორი სტატია, სადაც ვისაუბრე ჩემს ხედვასა და გამოცდილებებზე. https://www.homeis.ge/nanuka-berulava/?fbclid=IwY2xjawK70U9leHRuA2FlbQIxMQBicmlkETE5aWREa1d3dWJNREw1Y1dZAR7Rvi1xsbBxIMz9e2YFOtx-OgVEl2XlFeORCYFBvgy4KByAYzuAnxTdHZ1Ahw_aem_DTu2GokcjiEThSwlQqrC1A https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.homeis.ge%2Fstiltha-shekhameba-nanuka-berulava%2F%3Ffbclid%3DIwZXh0bgNhZW0CMTEAYnJpZBExOWlkRGtXd3ViTURMNWNXWQEez-cPvP59jnA4gwc42wHS6BTdzEf3-c2MPEPcJDBHJjmLBn4imbYHZSFV9lU_aem_7Cbk-KTGDx45lzzGjOgEuQ&h=AT1KIqpimrLwRBUbIzmv5LTz-v8N2mmCz1OFwxuS9zi9SFVCRYRaPP67pCPPpHxSCnOWt8VGN7llsw7N18AG20jkGp_tF4pczR-y16RZp_GWz7u9Y_u6oPIThqCXWiYhtwgNsRNa5nIh3zt-0URCrA&__tn__=H-R&c[0]=AT0OkzldZZTMLT3TS-rQx99NmGEz6WyRM6AittqVMWDQioC-364oRCPzz7eFP2YDA3xlecb1dus8Ph2JSB8UMdunV2BS3FNlv43ImgsLhIGY6XT7u79DRZTyu8tY8XibeartYJmIMu8yTzgTrQgQc2Lh1S1XHD90E4zvF25cp8e43gcAPH5l98lbf3hXANyAag