FINA LLC

FINA LLC

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

FINA2.NET არის საერთაშორისო IT კომპანია, რომელიც 2006 წლიდან თანამშრომლობს ცენტრალურ ბანკებთან, ფინანსურ რეგულატორებთან და სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან 10+ ქვეყანაში. ჩვენი სტარტაპი, FinAssist, არის AI ჩატბოტი, რომელიც აუმჯობესებს მომხმარებელთა მხარდაჭერას და კომუნიკაციას ნებისმიერი ტიპის კომპანიისა და ორგანიზაციისათვის. კვლევებით დადასტურებულია, რომ კომპანიები ყოველწლიურად ჯამში ტრილიონობით დოლარს კარგავენ არაეფექტური სერვისის გამო. არსებული გადაწყვეტილებები, როგორიცაა Call Center-ების გაფართოება, საგრძნობლად ზრდის საოპერაციო ხარჯებს და არ იძლევა ხარისხის გარანტიას. FinAssist იყენებს თანამედროვე NLP და LLM ტექნოლოგიებს, მუშაობს 24/7, ინარჩუნებს კონტექსტს და მარტივად ერთვება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში. ჩვენი მიზანია, FinAssist გახდეს მომავლის საკომუნიკაციო ინსტრუმენტი, რომელსაც კომპანიები გამოიყენებენ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად.