ბანაკი ერუდიტი

ბანაკი ერუდიტი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ბანაკი „ერუდიტი“ — ეს არის ახალგაზრდული გასართობ-შემეცნებითი ბანაკი, რომელიც აერთიანებს დასვენებას, განათლებას და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღრმავებას. ბანაკის ფარგლებში ვმართავთ მრავალფეროვან და ინტერაქციულ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების შემოქმედებით, კრიტიკულ და ჯგუფურ უნარების განვითარებას. დამატებით ახალგაზრდებში სოციალურ პასუხისმგებლობის წახალისების და ამ მიმართულებით ინფორმაციის გარღმავების მიზნით ბანაკში დავმერგეთ დამატებითი აქტივობები, რომელიც ჩვენი ბანაკის ტრადიციათ იქცა. ბანაკში მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი „მწვანე კამპანია“, რომელთა მიზანია ბუნებაზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრება: • ტყის მონაკვეთის დასუფთავება ბანაკის მონაწილეებთან ერთად; • გამწვანების აქციები და ბორჯომ-ბაკურიანის რეგიონში, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენისათვის მნიშვნელოვანია; • ბანაკის მონაწილეებისათვის სპეციალურად ეწყობა 1 დღიანი საველე აქტივობა, კარვებით ტყეში, რითაც ბანაკის მონაწილეებს კვლავ ვანახებთ ბუნების და ტყის სისუფთავის და დაცვის აუცილებლობას. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდების ხელშია მომავალი და მათში პასუხისმგებლობის შეგრძნების გაღვივებით შეგვიძლია უკეთესი სამყაროს შექმნა.