ირაკლი გრძელიშვილი

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები

საუკეთესო ფრილანსერი

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩემი საქმიანობა მოიცავს ციფრული პროდუქტების შექმნას, განვითარებას, ბაზარზე გატანას და რთული ტექნიკური სისტემების გარდაქმნას ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მეშვეობით. ბოლო 4 წელია ვარ ფრილანსერი პროდუქტის მენეჯერი, რომელიც თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიებთან (მათ შორის, Fortune 500 და Fortune 1000 კომპანიებთან) და სტარტაპებთან. ჩემს კლიენტებს ვუწევ სრულ მომსახურებას პროდუქტის სტრატეგიის დაგეგმვიდან მომხმარებლის პრობლემის გააზრებამდე და ეფექტური ციფრული გადაწყვეტის იმპლემენტაციამდე. როგორც ფრილანსერს, მიმუშავია კლიენტებთან edtech, pharma, agritech, fintech, SaaS და eCommerce ინდუსტრიებში. ინოვაცია ჩემი სამუშაოს ცენტრალური ნაწილია. 2024 წელს მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე რამდენიმე მასშტაბურ და ინოვაციურ პროექტში: World Education Services (აშშ და კანადა): 2024 ვხელმძღვანელობდი კომპლექსურ AI პროდუქტს, რომელიც იყენებდა ტექსტის ამოცნობის და მონაცემთა ავტომატური დამუშავების ტექნოლოგიებს (OCR & Computer Vision), რათა აკადემიური ტრანსკრიპტებიდან დამუშავებულიყო ინფორმაცია და შექმნილიყო აშშ/კანადური საგანმანათლებლო სისტემის ექვივალენტი. შედეგად, 45%-ით შევამცირეთ განაცხადების დამუშავების ოპერაციული ხარჯები. Yara International (ნორვეგია): მე და ჩემმა გუნდმა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი აგროკომპანიისთვის შევქმენით და დავნერგეთ ინტეგრირებული B2B ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც ევროპულ ფერმერებსა და დისტრიბუტორებს სასუქების ონლაინ შეკვეთის საშუალებას აძლევს. ინოვაცია მდგომარეობდა მრავალ შიდა სისტემასთან სინქრონიზაციაში და მომხმარებლის გამოცდილებაზე ფოკუსირებულ არქიტექტურაში. ამ ფაქტორებმა პროდუქტის სწრაფად ადაპტაცია და მასშტაბირებადობა გახდა შესაძლებელი.