შპს აგრონექტი

შპს აგრონექტი

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ტელაგრი არის აგრი-ფინტექ სტარტაპი, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში მიიღონ სანდო დიაგნოსტიკა საკუთარი ბაღის მდგომარეობის შესახებ. ფერმერი ყოველთვე აგზავნის მონაცემებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი აგრონომებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მუშავდება. ეს მონაცემები პრობლემის ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც საშუალებას იძლევა პროაქტიულად იმოქმედონ და მაღალი მოსავალი მიიღონ. ტელაგრის ბიზნეს მოდელი ეფუძნება ბანკებთან პარტნიორობას, რაც მას მასშტაბირების საშუალებას აძლევს. ბანკები ტელაგრის მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ უკეთ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს და ამით ამცირებენ აგროსესხებთან დაკავშირებულ რისკებს. საპროგნოზო მონაცემების დახმარებით ბანკებს შეუძლიათ აკონტროლონ აგრო პორტფელები და სხვადასხვა ფინანსური საშუალებებით დაეხმარონ ფერმერებს. განვითარებად ქვეყნებში პრობლემური სესხების მაღალი დონე და გაუთვლელი რისკები ინდუსტრიის ყველაზე დიდი გამოწვევებია. ტელაგრი მუშაობს მობილური ტელეფონით, განსხვავებით კონკურენტებისგან, რომლებიც იყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს, რომლებიც ხშირად ძვირადღირებულია და არაეფექტური მრავალწლიანი ნარგავების შესაფასებლად.