შპს მიით ენდ თეისთ აპპი
გართობა, დასვენება, სპორტი
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
Tasteit არის ანტი-დეითინგ პლატფორმა, რომელიც საკვების მეშვეობით ახდენს ადამიანების რეალურ ცხოვრებაში დაკავშირებას. აპის მიზანია სოციალური მარტოობის შემცირება და რეალური ურთიერთობების აღდგენა, განსხვავებით ტრადიციული დეითინგ აპებისა და სოციალური ქსელებისგან, რომლებიც ხშირად მარტოობის გრძნობას აძლიერებენ. Tasteit დღეს ერთიანებს ყველაზე დიდ Food სოციალურ ქსელს და ხვალ გეგმავს გახდეს მსხვილი B2B პლატფორმა რესტორნებისა და საკვების ბრენდებისთვის. აპი მოიცავს ორ ძირითად ინოვაციურ რეჟიმს: Food Mode, სადაც მომხმარებლები აღმოაჩენენ კერძებს, შეთავაზებებსა და თანამოაზრეებს, და Dine Mode, რომელიც საშუალებას აძლევს საჭმლის ივენთები და სხვადასხვა Food გამოცდილებები დაგეგმონ. B2B პლატფორმა მომავალი ეტაპია, რომელიც რესტორნებსა და ბრენდებს ანალიტიკას, სარეკლამო მენეჯმენტსა და SaaS სერვისებს სთავაზობს.