შპს ჯეოსეიფთი
მომსახურება
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
ჯეოსეიფთი არის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც კომპანიებს სთავაზობს მომსახურებებს შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვის, პერსონალური მონაცემების დაცვისა და სხვა მიმართულებით. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას ყველა ტიპის და მასშტაბის კომპანიისთვის. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, თუმცა მისმა წარმომადგენლობებმა ფუნქციონირება დაიწყეს ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავში, გორში და ზუგდიდში, რაც მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომს ხდის. ჯეოსეიფთმა შეიმუშავა პროდუქტი, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილებას ამარტივებს ნებისმიერი საქმიანობისთვის. კომპანიას გრძელვადიანი თანამშრომლობა აქვს 1000-ზე მეტ ორგანიზაციასთან და მისი სერვისით 50 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.