გვანცა ჯოხარიძე
მომსახურება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
კომპანია Airbag.ge უკვე 10 წელზე მეტია, ზრუნავს ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხო გადაადგილებაზე. ჩვენი ძირითადი მიმართულება ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშების (აირბალიშების) აღდგენაა — ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური სერვისი, არამედ სიცოცხლის გადამრჩენი სისტემა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებისას რეალურ დაცვას უზრუნველყოფს. სოციალური პასუხისმგებლობის ხედვა: ჩვენი საქმიანობა თავიდანვე დაფუძნებული იყო სოციალური საჭიროების პასუხად — საქართველოში ნაკლებად არსებობდა ხარისხიანი და სანდო სერვისი, რომელიც აირბალიშების აღდგენას უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელებდა. ჩვენი მიზანი გახდა ამ ხარვეზის შევსება, რათა ადამიანებს ჰქონდეთ დაცული მგზავრობის შესაძლებლობა ხელმისაწვდომ ფასად. აქტივობები, გავლენა და განვითარება: • ვატარებთ ცნობიერების ამაღლებას ავტოსაფრთხოების შესახებ — სოციალურ მედიაში, ვიდეოებითა და საგანმანათლებლო მასალებით მომხმარებლებს ვაცნობთ აირბალიშების როლს, ფუნქციას და აღდგენის მნიშვნელობას. • რეგულარულად ვმონაწილეობთ საგზაო უსაფრთხოების კვირეულებსა და კამპანიებში. • თანამშრომლობა გვაქვს ავტოსკოლებთან, რომ მომავალ მძღოლებს თავიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია უსაფრთხოების სისტემების მნიშვნელობაზე. • ვმუშაობთ ეკომეგობრულ პროცესზე — გამოყენებული ნაწილების უმრავლესობა გადამუშავდება ან იცვლება ორიგინალით, რაც ამცირებს არასაჭირო ნარჩენების რაოდენობას. • ვგეგმავთ მომსახურების გაფართოებას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, რაც მეტ ადამიანს მისცემს დაცულობის საშუალებას. პრიორიტეტული მიმართულება: ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტი არის უსაფრთხოება და განათლება. მიგვაჩნია, რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ როგორ მუშაობს მათი მანქანის უსაფრთხოების სისტემა და ჰქონდეთ ინფორმაცია იმ რისკებზე, რაც გაუმართავი აირბალიშებით არის დაკავშირებული. ამჟამად ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის ინფორმაციულ სემინარებს მოიცავს — მოზარდების და ახალგაზრდებისათვის საგზაო უსაფრთხოებაზე.