შპს ლივინგ რუთს რენჩ

შპს ლივინგ რუთს რენჩ

ტურიზმი

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Lost Ridge Inn, Brewery & Ranch აგრო-ტურისტული კომპლექსია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედელში, სადაც 2012 წლიდან დავიწყეთ თითქმის მიტოვებული სოფლის გამოცოცხლება. Lost Ridge-მა შექმნა მაღალი ხარისხის და მრავალმხრივი აგროტურისტული სერვისები, რომლებიც ამ დრომდე რეგიონში არ არსებობდა. ჩვენი საქმიანობა დაფუძნებულია მდგრადი ტურიზმის პრინციპებზე, რაც მოიცავს ეკო-მეგობრულ პრაქტიკებს, ცირკულარულ ეკონომიკასა და ადგილობრივი თემის გაძლიერებას. პირველად სიღნაღში გავხსენით საცხენოსნო რანჩო და მიკრო ლუდსახარში, რომელიც ბელგიური სტილის უნიკალურ ლუდს აწარმოებს, მათ შორის ადგილობრივი ინგრედიენტების გამოყენებით. კომპლექსში ფუნქციონირებს ბუტიკური სასტუმრო, კოტეჯები და აპარტამენტები აღდგენილი ქიზიყური არქიტექტურით, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განთავსებას სოფლის პირობებში. ვმართავთ პერმაკულტურულ ბაღებს და რეგენერაციულ აგროკულტურას, ვთავაზობთ ფერმიდან-მაგიდამდე ტიპის კულინარიულ გამოცდილებებს. წლების განმავლობაში ქედელი ვაქციეთ ტურისტულად მიმზიდველ ადგილად — აღვადგინეთ ტრადიციული სახლები, გავაშენეთ ბიო ბაღები, მოვიზიდეთ ვიზიტორები ოთხივე სეზონზე, მათ შორის საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.