ვიქტორია ტერეშჩენკო

ვიქტორია ტერეშჩენკო

მომსახურება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენ ვქმნით თანამედროვე სივრცეებს, სადაც დიზაინი, მშენებლობა და რემონტი ერთიანდება პროფესიონალიზმით და ინოვაციით. Caiman არის თანამედროვე არქიტექტურისა და მშენებლობის კომპანია, რომელიც აერთიანებს: ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს, სამშენებლო პროექტების სრულ მართვას, და მაღალი ხარისხის რემონტს, ინოვაციური მიდგომით. ჩვენ ვქმნით სუფთა ხაზებით, მკაფიო გეომეტრიით და თანამედროვე მასალებით გაჯერებულ სივრცეებს, რომლებიც ფუნქციური და ესთეტიკური ერთიანობის იდეაზეა აგებული. ჩვენი მთავარი ინოვაცია არის პროექტის გამჭვირვალე მართვა: ობიექტებზე ვაყენებთ ვიდეოკამერებს და კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ რემონტის ან მშენებლობის პროცესს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. ეს ზრდის ნდობას, განაპირობებს დროულ კომუნიკაციას და ამცირებს გაუგებრობის რისკს. რატომ Caiman? ჩვენი ფილოსოფიაა: „შექმნე სივრცე, რომელიც გრძნობად იქცევა.“ თიბისის მხარდაჭერა გახდება ის სტრატეგიული ბიძგი, რომელიც დაგვეხმარება ინოვაციური სერვისების მასშტაბირებაში, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ბაზრის ციფრულ ტრანსფორმაციაში. Caiman — შენება ახალი წესებით.