შპს ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი

შპს ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი

მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი მიზანმიმართულად მუშაობს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვეხმარებით ფიზიკური და ფსიქო-სოციალური სირთულებიის მქონე პირებს რეაბილიტაციის სრულ პროცესში. ,,ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი’’ ხელს უწყობს საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების - ბავშვების , მოზარდებისა და ზრდასრულების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ სრული რეაბილიტაცია და მხარდაჭერა სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების, განვითარების შეფერხების, აუტიზმის სპექტრის, ფიზიკური დარღვევის მქონე პირებს. ჩვენს გუნდში გაერთიანებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები, ნევროლოგი, ფსიქიატრი, კლინიკური ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, სენსორული თერაპევტი, ეპილეფოტოლოგი, პედიატრი, ფიზიო და ფიზიკური თერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი და სხვა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხო და ემოციურად დადებითი გარემოს შექმნას, რაც მნიშვნელოვანია პაციენტის პროგრესისთვის. ჩვენი ზეგავლენა სცდება მხოლოდ ინდივიდუალი სარგებლიანობას,ის ცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას ინკლუზიური გარემოსადმი.