Self.ge

Self.ge

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Self.HR არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის ციფრულ პლატფორმას ადამიანური რესურსების (HR) პროცესების ავტომატიზაციისთვის და მიზნად ისახავს ამ პროცესების მარტივ და სწრაფ წარმართვას. დღეს Self.HR-ის სისტემით 1000-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო კომპანია მართავს HR-ის სხვადასხვა ფუნქციებს, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა რითეილი, სამედიცინო, ჰოსპიტალითი, საფინანსო, წარმოება და მშენებლობა. 2024 წელს კომპანიამ გაფართოება მოახდინა უზბეკეთში, სადაც უკვე 20-ზე მეტი კომპანია იყენებს Self.HR-ის გადაწყვეტილებებს. პლატფორმა აერთიანებს შვიდ ძირითად მოდულს, რომლებიც კომპანიებს საშუალებას აძლევს მართონ ყველა HR პროცესი ერთ სივრცეში — ესენია HR ადმინისტრირება და ანალიტიკა, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვა და რეპორტინგი, ხელფასების მართვა, შიდა კომუნიკაციები, სელფ სერვისი, შერჩევა და ონბორდინგი. Self.HR იყო პირველი ქართული SaaS მოდელის კომპანია, რომელმაც HR პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის, და ეს ყველაფერი წინასწარი ინვესტიციის გარეშე.