შპს შოკოტელა
კვების მრეწველობა, სასმელები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
დაარსების დღიდან სტარტაპი „შოკოტელა“ გამოირჩევა ბაზარზე სწრაფი ზრდითა და ძლიერი პოზიციის დამკვიდრებით. რაც ჩვენს ბრენდს უნიკალურად ხდის, არის ხელოვნებისა და უმაღლესი ხარისხის შერწყმა – მომხმარებელს ვთავაზობთ არა მხოლოდ გამორჩეულ გემოს, არამედ კონცეპტუალურ დიზაინსა და შთამბეჭდავ გამოცდილებას. გარდა არტიზანული შოკოლადებისა, ვაწარმოებთ 70-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების პროდუქტს – მათ შორის შოკოლადის ფილებს, კარაქებსა და დრაჟეებს. მომხმარებლების უკუკავშირი მუდმივად დადებითია, რაც გვაძლევს მოტივაციას და ძალას, გავაფართოოთ ასორტიმენტი და შევთავაზოთ მათ ახალი, გამორჩეული გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეხუთე წელია აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს ბრენდის ღირებულებების გასაზიარებლად და პროდუქტის დამზადების პროცესის საჩვენებლად, გამონაკლისი იყო 2024 წელს შექმნილი ქართული ვერსია დუბაის შოკოლადის, რომელმაც წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვა. მისი გაყიდვებმა და პოპულარობამ ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა გაასმაგა და ბრენდის ცნობადობაც მნიშვნელოვნად გააძლიერა. ჩვენთვის 2024 წლის მთავარი მიღწევა სწორედ „დუბაის შოკოლადის“ უნიკალური რეცეპტის შექმნაა, რომელმაც შთამბეჭდავი ზრდა მოუტანა როგორც გაყიდვებში, ასევე ბრენდის განვითარებაში.