ექსპოზიცია
კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
„ექსპოზიცია“ დაარსდა 2021 წელს როგორც ხელოვნებასა და დიზაინზე ორიენტირებული ქართული სტარტაპი. მისი მიზანია შექმნას ინტერიერისთვის უნიკალური, ხელნაკეთი დეკორატიული ნივთები, რომლებიც შთაგონებულია რენესანსის ეპოქით, კუბიზმით, ბერძნულ-რომაული მითოლოგიითა და სკანდინავიური მინიმალიზმით. თითოეული ნივთი იქმნება მაღალი ხარისხის მასალებისგან, ხელით, შიდა წარმოების პირობებში. ამ გზით კომპანია პასუხობს ბაზარზე არსებულ კონკრეტულ პრობლემას – იმპორტირებულ, მასობრივ, ინდივიდუალიზმისგან დაცლილ პროდუქციაზე დამოკიდებულებას. ექსპოზიციის საქმიანობა დამყარებულია ორ ინოვაციურ მიდგომაზე. ერთი მხრივ, ეს არის შემოქმედებითი ინოვაცია, რომელიც მომხმარებელს რთავს პროდუქტის შექმნის პროცესში. მომხმარებელს შეუძლია თავად განსაზღვროს დიზაინის დეტალები, მათ შორის ფორმა, ფერი, სტილი, სურნელი და მასალა, რის შემდეგაც გუნდი ქმნის 3D მოდელს, ამზადებს სპეციალურ ყალიბს და ხელით აყალიბებს საბოლოო პროდუქტს. მეორე მხრივ, ინოვაციურია წარმოების პროცესი – გამოყენებულია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი და გადამუშავებული მასალები. წარმოება სრულად ხდება ერთ სივრცეში, რაც ამცირებს დანახარჯებს, ამარტივებს პროცესს და უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს.