ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკა

ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკა

მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა (blitsdental.com) ახორციელებს ციფრული სტომატოლოგიის სრულ სპექტრს და ამიერკავკასიის რეგიონში არის გერმანული კომპანიის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორი. კლინიკა სრულად აღჭურვილია გერმანული ტექნოლოგიებით და ექიმები გადიან გადამზადებას გერმანელ ექსპერტებთან. ბლიც დენტალი მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც პაციენტებს ერთ სივრცეში შეუძლიათ მიიღონ ყველა ძირითადი სტომატოლოგიური სერვისი – თერაპია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, იმპლანტოლოგია, გნათოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია და 3D ტომოგრაფია. კლინიკას უკვე 20,000-მდე პაციენტი ჰყავს და აქტიურად ვითარდება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე – მათ შორის სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, რომლის წილიც მომხმარებელთა ბაზაში 30–40%-ს აღწევს. 2024 წელს კლინიკამ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ პარტნიორობით შექმნა უნიკალური სტომატოლოგიური ცენტრი, რომელიც სრული ნარკოზით მკურნალობის საშუალებას აძლევს პაციენტებს. აღნიშნული მოდელი განსაკუთრებით კომფორტულია შიშის მქონე ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებისთვის და მოიცავს სტომატოლოგიურ, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ პროცედურებს ერთ სივრცეში. ბლიც დენტალი დგას სლოგანის უკან – „გაიღიმე თავდაჯერებულად“, და ქმნის სერვისს, რომელიც ხარისხზე, სისწრაფეზე და პაციენტის მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული. საქართველოში სამკურნალო ფასები ევროპასა და ამერიკასთან შედარებით სამჯერ იაფია, რაც კლინიკას სტომატოლოგიური ტურიზმის მიმართულებით მეტად კონკურენტუნარიანს ხდის. ბლიც დენტალი აგრძელებს გაფართოებას, ახორციელებს ინფო-ტურებს და წვლილი შეაქვს როგორც ქვეყნის, ისე ქართული მედიცინის გლობალურ პოპულარიზაციაში.