თმისა

თმისა

მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

თმისა – ეს არის ქართული თმის მოვლის ბრენდი, რომელიც ბუნებაზე, ნდობასა და რეალურ შედეგებზეა დაფუძნებული. ჩვენი პროდუქტები დამზადებულია 100% ნატურალური როზმარინის ექსტრაქტით და განკუთვნილია თმის ცვენისა და ზრდის შეფერხების ბუნებრივი გზით გადასაჭრელად – ქიმიური ინგრედიენტების გარეშე. ჩვენი მთავარი პროდუქტი, როზმარინის ზეთი, ამაგრებს თმის ღეროს, ამცირებს ცვენას და ასტიმულირებს ახალ ზრდას. მომხმარებელთა უმრავლესობა პირველ შედეგებს უკვე რამდენიმე კვირაში ამჩნევს – რაც Thmisa-ს ნდობასა და პოპულარობას განაპირობებს. რა გამოგვარჩევს? • ადგილობრივი წარმოება და ქართული ბუნებრივი ინგრედიენტები • კლინიკურად დამტკიცებული ეფექტურობა • მარტივი ყოველდღიური გამოყენება • ხელმისაწვდომი ფასი მაღალი ხარისხით დღემდე გაყიდულია 3,000+ ერთეული პროდუქტი მთელ საქართველოში, გვყავს ერთგული მომხმარებელი და ვაგრძელებთ ზრდას – ვაფართოებთ ხაზს და ვაპირებთ ახალი ბაზრების ათვისებას – თუმცა ჩვენი მისია უცვლელია: შევთავაზოთ მომხმარებელს ეფექტური, ბუნებრივი მოვლა, რომელიც თავდაჯერებასა და სილამაზეს უკავშირდება. თმისა – თმის მოვლა, რომელსაც ბუნება აძლიერებს.