ბარტყი ბუს წიგნები

ვაწარმოებთ სენსო-მოტორულ, განმავითარებელ წიგნ-სათამაშოებს ბავშვებისთვის

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენ ვქმნით სენსო-მოტორულ წიგნ-სათამაშოებს, რომლებიც შექმნილია 6 თვიდან 8 წლამდე ბავშვებისთვის, მათ შორის განსხვავებული შესაძლებლობების, მათ შორის აუტისტური სპექტრის მქონე პატარებისთვის. თითოეული წიგნი წარმოადგენს რვა გვერდიან, ფერად და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით დამზადებულ ინტერაქციულ სივრცეს, სადაც ბავშვებს შეუძლიათ დეტალების გადაადგილება, აწყობა და დაკვირვება, რაც ეხმარება წვრილი მოტორიკის, ფანტაზიის, ლოგიკური აზროვნებისა და კოორდინაციის განვითარებაში. ჩვენი უნიკალური დიზაინი და სპეციალურად მოფიქრებული კონტენტი შეესაბამება ბავშვის ფსიქოლოგიურ და განვითარების მოთხოვნებს, რაც აქცევს ჩვენს პროდუქტს ხარისხიან და საავტორო ნამუშევრად. ბაზარზე ჩვენი პროდუქტი უკვე პოპულარულია და ყოველდღიურად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და ამერიკაში. გრძელვადიან გეგმებში შედის ჩვენი ნაწარმის გატანა ადგილობრივ სათამაშოების მაღაზიებში, საერთაშორისო ფესტივალებზე თურქეთსა და გერმანიაში, ასევე Etsy.com-ის მსგავს პლატფორმებზე, ხოლო მომავალში — ამაზონზე, შოპიფაიზე და სხვა გლობალურ ონლაინ და ფიზიკურ გაყიდვის არხებზე. გარდა ამისა, ვგეგმავთ Kickstarter-ის გამოყენებას, როგორც გლობალური აუდიტორიისთვის პროდუქტის გასაცნობად და ზრდისთვის.